ავტორი:
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
ლია გიგაური
სარჩევი
შესავალი
______________________________________________________________________________ 3
თავი II. კვლევის დიზაინი
_______________________________________________________________8
2.2 კვლევის მთავარი კითხვები __________________________________________________________9
2.3 სამიზნე ჯგუფი._____________________________________________________________________10
თავიIII. მონაცემთა შეგროვება
და ანალიზი_____________________________________________ _10
3.1 კვლევის მეთოდები _________________________________________________________________10
3.2 მონაცემთა გრაფიკული
ანალიზი _____________________________________________________12
3.3 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა და განხორციელება. _________________________________15
თავი IV. ქმედებების/ინტერვენციების
შედეგების შეფასება_________________________________17
4.1 ინტერვენციების
შედეგები და მათი ანალიზი___________________________________________17
4.2კვლევის დასკვნით
ეტაპზე ჩატარებული მოსწავლეთა გამოკითხვის გრფიკული მონაცემები._20
თავი V. პროექტის
ვადები._______________________________________________________________22
თავიVI. დასკვნები ______________________________________________________________________23
6.1 მიღებული შედეგები და დასკვნები .____________________________________________23
6.2 მომავალი
კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები._____________________________25
6.3 რეკომენდაციები,
კვლევის ნაკლოვანებები.______________________________________25
თავიVII. ბიბლიოგრაფია_________________________________________________________________26
თავიVIII. დანართი______________________________________________________________________28
დანართი 1-დიაგნოსტიკური ტესტის ნიმუში _______________________________________________28
დანართი 2-ჯგუფური დაკვირვების ფორმები _______________________________________________29
დანართი 3-ინდივიდუალური დაკვირვების ფორმები________________________________________32
დანართი 4. მშობლის კითხვარი____________________________________________________________34
დანართი 5. მოსწავლის კითხვარი__________________________________________________________36
დანართი 6 დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები__________________________________________38
დანართი 7 ჯგუფის წევრის თვითშეფასების
რუბრიკა ________________________________________38
რეფლექსია
_____________________________________________________________39
შესავალი
წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის
კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლაში.
პრობლემის აქტუალობა:
უნდა ითქვას, რომ საჯარო
სკოლაში სირთულეებით გამოირჩევა საბაზო საფეხური, ძირითადად ამ
დროს ყალიბდება მოსწავლე აქტიურ
და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
მოქალაქედ. მოსწავლეს
ინფორმაციის დაუფლების
პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი
უნარ-ჩვევები,
უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები. საბაზო საფეხურზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების დაბალი დონე.
არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების
სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი
სასწავლო პროცესისადმი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია განათლების გაუმჯობესების ფაქტორებისა და მოსწავლეთა დაბალი მიღწევების მიზეზების განსაზღვრა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,
საკვლევი საკითხი მეტად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც მოსწავლის სწავლის
ხელშეწყობისთვის, ასევე მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის.
იმისათვის,
რათა შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მიზანმიმართულად დავხმარებოდი
მოსწავლეებს სწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის
ხარისხის გაზრდაში, გადავწყვიტე ჩამეტარებინა
სიღრმისეული კვლევა.
საკვლევი
საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი IX კლასში
ისტორიის გაკვეთილზე.
კვლევის მიზანი : კვლევის მიზნების განსაზღვრისას გავითვალისწინე, რომ ესგ-ის გეგმის მიხედვით, ისტორიის მასწავლებლის უპირველესი მიზანია მოსწავლეს შესძინოს
ცოდნა და დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად
აღქმაში, გამოუმუშაოს მას მტკიცე ნებისყოფა . მასწავლებლის
მიზანია საგნის სწავლა-სწავლებისას
მოსწავლე ჩართული იყოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც
მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. (ესგ თ.XXXV).
დავისახე კვლევის მიზნები:
უზრუნველვყო ისტორიის გაკვეთილზე IX კლასში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების და საგაკვეთილო პროცესში მათი დაბალი ჩართულობის გამომწვევი
მიზეზების იდენტიფიცირება და დავსახო მათი
გადაჭრის გზები.
·
გავეცნო სწავლა - სწავლების
ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მოვარგო ისინი მოსწავლეებისა და ჩემს საჭიროებებს;
·
გავზარდო სწავლის სხვადასხვა
მეთოდის გამოყენებით მოსწავლეთა სწავლის
მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ;
·
დავეხმარო მოსწავლეებს
სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის შეძენაში;
·
მოვიძიო და
გავეცნო კვლევებს, სამეცნიერო ლიტერატურას,
რათა დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა და ეფექტურად დავგეგმო შემდგომი სასწავლო
პროცესი;
·
ჩემი პრაქტიკის
კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს .
ძირითადი დასკვნები : დასკვნის სახით მინდა ვთქვა
, რომ კვლევა წარმატებით განვახორციელე,დასახულ მიზანს მივაღწიე: ორი ერთეულით გაუმჯობესდა
აკადემიური მოსწრება IX კლასში ისტორიის გაკვეთილზე და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდები დამეხმარა
უფრო ზუსტად განმესაზღვრა
IX კლასში
ისტორიის გაკვეთილზე გამოვლენილი პრობლემები და დამეგემა ინტერვენციები. კვლევა ჩავატარე
როგორც თვისებრივი ,ისე რაოდენობრივი მეთოდების
გამოყენებით. შედეგის მისაღწევად კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დავგეგმე
ინტერვენციები: სამოტივაციო ვიდეოს ყურება,ჯგუფური მუშაობები SOL მეთოდის გამოყენებით, სასწავლო
პროექტის განხორციელება,ისტ-ით გამდიდრებული
გაკვეთილების ჩატარება. კვლევის განხორციელებისას
სწავლების სხვადასხვა მეთოდის, სამეცნიერო ლიტერატურის, გაცნობამ შემიწყო ხელი გამეუმჯობესებინა ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკა. აგრეთვე ჩატარებულმა კვლევემ გამოავლინა მომავალი კვლევის მნიშვნელოვანი საკითხი: მშობელთა
დაბალი დაინტერესება მოსწავლეთა სწავლის პროცესით
აღნიშნულ კლასში.
თავი I. ლიტერატურის მიმოხილვა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:
ü ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
ü მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესწავლის მიმართ;
ü მოსწავლეს განუვითაროს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზისა და მათი თანამედროვეობასთან შედარების უნარი;
ü ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების მრავალმხრივად შეფასების უნარი;
ü დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან / თანამედროვეობასთან შედარებაში;
ü მოსწავლეს განუვითაროს ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარები;
ü მოსწავლეს შესძინოს ისტორიის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.
ამ მიზნებზე მუშაობით ისტორიის მასწავლებელი თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.(ესგ თXXXV)
პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასი ერთი ჰომოგენური ჯგუფია, სადაც შედიან სხვადასხვა გამოცდილების, განვითარებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელი იმგვარად უნდა წარმართავდეს სწავლებას, რომ ყოველმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი განვითარების ფარგლებში. სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება, ისეთი აქტიბობების შერჩევა, ინტერვენციების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლისთვის ეფექტური და საინტერესო იქნება. აქედან გამომდინარე კვლევის დაგეგმვისას მოვიძიე ის სამეცნიერო ლიტერატურა და კვლევები, მეთოდები და მიდგომები, რომლებიც დამეხმარებოდა კვლევის განხორციელებასა და კვლევის მიზნის მიღწევაში: გამეუმჯობესებინა ჩემი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა.
კვლევაში გამოვიყენე თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიები და გაკვეთილისადმი სისტემური მიდგომა, რომელსაც ვაინგართენის (Weingarten) პედაგოგიური სკოლა გვთავაზობს. ინტერნეტგაზეთში „მასწავლებელი“ გაშუქებულია ნაშრომი -„ SOL – თვითორგანიზებადი სწავლა“ (კობახიძე თ. 2014. I). ჯგუფური მუშაობების დროს გამოყენებული ვაინგართენის (Weingarten) პედაგოგიური სკოლის SOL მიდგომა ,დიფერენცირებული ჯგუფების შექმნა, აძლევს მოსწავლეებს საშუალებას იმუშაონ ერთად,მიხვდნენ ჯგუფური მუშაობის არსს,გამოიყენონ სწავლა-სწავლების მეთოდი, გაიუმჯობესონ ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. SOL მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ჩვეულებრივ 45-წუთიან გაკვეთილზე, ისე მრავალსაათიანი და მრავალკვირიანი პროექტების განხორციელების დროსაც.მეთოდის საფუძველია სამი ნაბიჯი:
1) Gruppenpuzzle(„ჯგუფური თავსატეხი”) ამ ეტაპზე პროცესს მოსწავლეები
წარმართავენ. მუშაობის პრინციპი არ გულისხმობს შეჯიბრებითობას. დავალება მთელი კლასისთვის საერთოა; ის იყოფა და ჯგუფების მიხედვით ნაწილდება. შედეგი მხოლოდ ყველა ჯგუფის კარგი მუშაობით მიიღწევა; მასწავლებელმა უნდა დააჯგუფოს მოსწავლეები არა ერთნაირი შესაძლებლობების, არამედ მსგავსი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებათა მიხედვით, რათა მათ მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ერთად და მიხვდნენ ჯგუფური მუშაობის არსს.
წარმართავენ. მუშაობის პრინციპი არ გულისხმობს შეჯიბრებითობას. დავალება მთელი კლასისთვის საერთოა; ის იყოფა და ჯგუფების მიხედვით ნაწილდება. შედეგი მხოლოდ ყველა ჯგუფის კარგი მუშაობით მიიღწევა; მასწავლებელმა უნდა დააჯგუფოს მოსწავლეები არა ერთნაირი შესაძლებლობების, არამედ მსგავსი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებათა მიხედვით, რათა მათ მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ერთად და მიხვდნენ ჯგუფური მუშაობის არსს.
2) „სენდვიჩის პრინციპი”(მოსწავლე ძველ გამოცდილებას ცვლის ახალ ცოდნაზე და ფენებად ალაგებს გონებაში).;
3) Advance Organizer (შედეგების რუკა). გულისხმობს დასკვნით ეტაპზე მოსწავლეთა
მიერ შედეგების რუკის შედგენას და მათთვის ვიზუალიზაციის მეშვეობით განვლილი გზისა
და შეძენილი კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის შეხსენებას ამ სამი ნაბიჯით მიიღწევა საბოლოო შედეგი და იქმნება გარემო, რომელშიც მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას, გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სასწავლო პროცესს.
მიერ შედეგების რუკის შედგენას და მათთვის ვიზუალიზაციის მეშვეობით განვლილი გზისა
და შეძენილი კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის შეხსენებას ამ სამი ნაბიჯით მიიღწევა საბოლოო შედეგი და იქმნება გარემო, რომელშიც მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას, გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სასწავლო პროცესს.
სწავლების ხარისხის ასამაღლებლად გავეცანი გამოცდების ეროვნული ცენტრის, კვლევის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ნაშრომს: “ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა” ( გაბაშვილი მ. 2010. II :22-36) რომელშიც განხილულია დ. პერკინსის ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი. მოდელში აღწერილი შვიდი პრინციპი დაეხმარება მასწავლებელს, გააღვივოს მოსწავლებში სწავლის მიმართ ინტერესი, აგრეთვე ხელი შეუწყოს რთული კონცეფციების მარტივი და გასაგები ენით მიწოდებასა და სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. ეს პრინციპებია:
2. მასწავლებელმა უნდა აჩვენოს მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას;
4. უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;
5. უნდა გააცნოს მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა და პრინციპი.
6. უნდა განავითაროს მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი;
7. უნდა ასწავლოს მოსწავლეებს სწავლა
გავეცანი პირდაპირი და არაპირდაპირი სწავლების მეთოდებს. ნაშრომში აღნიშნულია, რომ პირდაპირი სწავლება ნაკლებად ეფექტურია შედარებით მაღალი სააზროვნო უნარების, მაგალითად, ანალიზისა და შეფასების უნარების განსავითარებლად. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად გამოიყენება არაპირდაპირი სწავლების მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს, მოიძიოს ინფორმაცია და დასკვნები და განზოგადებები თავად გააკეთოს. აღნიშნულ ნაშრომში კვლევების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა , რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული , რომ თანამშრომლობითი მუშაობისას სასურველია, თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად, ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეები. მოსწავლის სწავლისა და კოგნიტური განვითარების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წაახალისოს, განამტკიცოს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული ქცევა, შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც შეცდომა, წარუმატებლობა და სირთულე აღიქმება, როგორც მოსწავლის სწავლისა და განვითარების თანამდევი ფაქტორები. ნაშრომში “ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა” გამოყენებულია ქართველი მეცნიერების, დ. უზნაძის (უზნაძე დ.2003) და ს ჩხარტიშვილის (ჩხარტიშვილი ს. 1972), კვლევები მოტივაციის თემაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სწავლა შესაძლებელია მხოლოდ შინაგანი მოტივაციის პირობებში. ს. ჩხარტიშვილი თავის შრომებში ერთმანეთისაგან ასხვავებს ჰომოგენურ (შინაგან) და ჰეტეროგენულ ( გარეგან) მოტივებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ჰომოგენური (შინაგანი) მოტივაცია გულისხმობს სწავლის ობიექტური ღირებულების შეგნებას. გარემო, სადაც მოსწავლეები თავს მასწავლებლის პარტნიორებად, სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ , ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ზრდასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას.
კვლევაში გამოყენებულია ნაშრომი „განათლების ფსიქოლოგია“ (ვულფოლკი ა.2009). განათლების ფსიქოლოგია ცდილობს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, ეფუძნება ორ სიტყვას: ერუდიცია და პრაქტიკა. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სწავლების ყველა საფეხურზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დადებითი ურთიერთობა ფასეული და მნიშვნელოვანია. ნაშრომში გამოყენებულია ტამერა მერდოკისა და ანჯელა მილერის მოსაზრება, რომ ,მშობლებისა და თანატოლების გავლენის მიუხედავად , მასწავლებლის ზრუნვა საბაზო საფეხურის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან მნიშვნელოვან კავშირშია. მოსწავლეები ეძებენ პატივისცემას , სიყვარულს,ნდობას, მსმენელს, მოთმინებასა და იუმორს მასწავლებლებთან ურთიერთობაში. კვლევაში აგრეთვე განხილულია საკითხი, როდის უნდა აღმოუჩინოს მასწავლებელმა დახმარება საკლასო დავალების შესრულების დროს დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეს. ნაშრომში მოყვანილია სანდრა გრაჰამის (1996) კვლევაზე დაფუძნებული პასუხი, რომ იმ შემთხვევაში , თუ მასწავლებელი მოსწავლეს მის თხოვნის გარეშე ეხმარება , მოსწავლე თვლის, რომ მას თავად გარკვევის უნარი არ შესწევს და , რაც მთავარია , იმავე აზრის არიან დანარჩენი მოსწავლეებიც . მოსწავლე საკუთარ მარცხს ხშირ შემთხვევაში არა ძალისხმევის, არამედ შესაძლებლობის სიმწირეს უფრო უკავშირებს, რის გამოც მოტივაცია კლებულობს. აგრეთვე ნაშრომში განხილულია, რა ზეგავლენას ახდენს სწავლაზე ოჯახური კულტურა და ღირებულებები, განქორწინებული ოჯახები, შერეული ოჯახები. ზოგი მოსწავლე შეიძლება ცხოვრობდეს დეიდასთან,ბებია-პაპასთან,ერთ-ერთ მშობელთან , მშვილებელთან ან უფროს და-ძმასთან . მოცემულია რჩევა, მასწავლებლები მოსწავლეებთან საუბრისას , მოერიდონ ფრაზებს „ თქვენი მშობლები“, თქვენი დედ-მამა“ და გამოიყენონ „თქვენი ოჯახი“.
ინფორმაციულ ტექნოლოგიებს განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია , მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარების მხრივ . ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებს განუვითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევები. კვლევის განხორციელებისას გავეცანი ნაშრომს “შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა” (ბაქრაძე მ. 2015), რომელშიც ავტორი აღწერს კვლევას: „ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე”, რომელიც განახორციელა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ შემთხვევაში ეს, ე.წ. შერეული სწავლების მეთოდს გულისხმობს, როცა მასწავლებელი ტექნოლოგიებს იყენებს სწავლის პროცესის გაძლიერებისთვის.
ნაშრომში კითხვაზე, რატომ გვჭირდება ისტ-ის გამოყეება საგაკვეთილო პროცესში , გაცემულია პასუხი:
1. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში;
2. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;
3. ისტ ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
4. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.
5. ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
6. იგი ხელს უწყობს არა მარტო ციფრულ, არამედ რაოდენობრივ წიგნიერებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.
ნაშრომში პასუხი გაცემულია, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში: ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას. ისტორიის სწავლებისას სასურველია ისტრესურსების მაქსიმალური გამოყენება,რადგანაც საძიებო სისტემები გვაძლევს საშუალებას მოვიძიოთ მდიდარი დოკუმენტური და შემეცნებითი მასალა ისტორიულ თემატიკაზე .
რაც შეეხება გაკვეთილის დაგეგმვის ფაზას, ავტორი რეკომენდაციას იძლევა , რომ, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა თვითმიზანი. გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების დაგეგმვისას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი ფორმები:
(1) მოსწავლეთა ისტ-ის კომპეტენცია; (2) მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა; (3) მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები; (4) გაკვეთილის მიმდინარეობის/მასალაზე მუშაობის ტიპი – მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული და სხვა.) და (5) სასწავლო მასალის თემატიკა.
ინტერვენციის დროს გამოვიყენე INTEL- ის მასალები „პროექტებით სწავლება“. პროექტის განხორციელება იწვევს მოსწავლეების დაინტერესებას, აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში, კომუნიკაციას, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.
ინტერვენციის დროს გამოვიყენე INTEL- ის მასალები „პროექტებით სწავლება“. პროექტის განხორციელება იწვევს მოსწავლეების დაინტერესებას, აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში, კომუნიკაციას, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.
კვლეცის განხორციელებისას გავეცანი კოლეგის ნაშრომს :პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,თემა „ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების და ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა მე- 5 ა კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე“ (ზურაბაშვილი.დ 2018) კოლეგების ნაშრომების გაცნობის მთავარი მიზანი იყო მიმეღო პასუხები კითხვებზე: ჩემი კვლევის მთავარი მიზანი არის თუ არა სხვა პედაგოგებისთვისაც აქტუალური? აქვთ თუ არა კოლეგებს ჩემ მიერ წამოჭრილ პრობლემაზე პასუხი? რა მიგნებები აქვთ ? რა მეთოდები გამოიყენეს? რა შედეგი მიიღეს?
თავიII. კვლევის დიზაინი
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლაში გამოიკვეთა შემდეგი პრობლემა: ისტორიის გაკვეთილზე IX კლასის მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა (ამას ადასტურებს მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება და შემაჯამებელი დავალებების შედეგები).მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებებს, დაბალია მათი ინტერესი და ჩართულობა გაკვეთილის მსვლელობაში . სწორედ ამიტომ დავგეგმე აღნიშნულ პრობლემაზე კვლევა, რათა დამედგინა მიზეზი და ,შესაბამისად, დამეგემა ინტერვენციები პრობლემის გადასაჭრელად.
კვლევის დაწყებამდე ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე მთავარი საკვლევი კითხვა: როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და ჩართულობის ხარისხი IX კლასში ისტორიის გაკვეთილზე?
მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:
ü როგორია ინტერესი ისტორიის საგნის სწავლების მიმართ?
ü რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვარგო საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებს მორგება ?
ü ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
ü სწავლის როგორი მეთოდების გამოყენება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
ü სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტაქსტები არის თუ არა მათთვის შინაარსობრივად რთული და შეიძლება თუ არა ეს იქცეს მოსწავლეთა დემოტივაციის მიზეზი?
ü შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
ü რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, არის თუ არა მშობელსა და სკოლას შორის ორხმრივი ინფორმირებულობა და პარტნიორული ურთიერთობები?
ü რა დაფარული მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების, რომლის გამოვლენაც საჭიროა?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევარჩიე ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა
2.3. სამიზნე ჯგუფი : ჩემ მიერ განხორციელებულ კვლევაში მონაწილეობდნენ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები. სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 7, სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა რაოდენობა -7; სქესი-მამრობითი.
თავი III.მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
3.1. კვლევის მეთოდები:კვლევის წარმატებით განხორციელების და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი: ჩართული დაკვირვება ( აღწერითი , ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება ); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ ); ანკეტირება
აღწერითი დაკვირვება : პირველი სემესტრის მსვლელობისას მოსწავლეთა შესაფასებლად შევადგინე ზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომლის საშუალებითაც მინდოდა განმესაზღვრა IX კლასის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და ჩართულობის ხარისხი. ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებოდი 3-3 მოსწავლეს და შედეგები შემქონდა მონიტორინგის ფორმაში. ყოველივე ამან ნათლად დამანახვა, რომ მოსწავლეებს არ გააჩნდათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია.
არ ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თავდაჯერებულობის უნარი, არ ასრულებდნენ საშინაო დავალებებს, დაბალი იყო მათი ინტერესი და ჩართულობა გაკვეთილის მსვლელობაში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები ძირითადად არ თანამშრომლობდნდნ ერთმანეთთან სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად და არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, თანაკლასელის არასწორ პასუხზე რეაგირებდნენ დაცინვით და აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობაში ჩართვის სურვილიც არ ჰქონდათ.
აღწერითი დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ რეაგირებდნენ ყოველდღიურად დაწერილ დაბალ ნიშანზე, ცდილობდნენ შემაჯამებელი წერების დროს გადაეწერათ პასუხები, რათა ეჩვენებინათ დამაკმაყოფილებელი შედეგები.
ფოკუსირებული დაკვირვება : აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, გადავედი შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. მიზანი იყო რისკის ჯგუფის მოსწავლეთა წარუმატებლობის, დაბალი ჩართულობის მიზეზის დადგენა და მათი სუსტი მხარეების გამოვლენა. ფოკუსირებული დაკვირვებისას ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები (იხ. დანართი 1.) რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან, სხვადასხვა უნარის შესამოწმებლად: ფლობენ თუ არა ისტორიაში საბაზისო ცოდნას; რამდენად შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება; ინფორმაციის გაგება -გააზრება; ინფორმაციის ორგანიზება; ანალიზი.
ამასთანავე, შევქმენი მონიტორინგის რვეული, რომლისთვისაც შევადგინე ჯგუფური (3 / 4 მოსწავლე) დაკვირვების ფორმა ესგ-ის ისტორიის სტანდარტის მიხედვით (იხ.დანართი 2). ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების აღრიცხვას. ყოველდღიური დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე დამტკიცდა, რომ აღნიშნულ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ინფორმაციის გაგება -გააზრებისა, მსჯელობის, ინფორმაციის ორგანიზებისა და ანალიზის უნარი, რაც განაპირობებდა მათ დაბალ შედეგებს სწავლაში და დაბალ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
შერჩევითი დაკვირვება : შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე სამი თვის განმავლობაში ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეთა სწავლის უნარების განვითარებას, მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. პერიოდულად ვატარებდი დიაგნოსტიკურ ტესტირებებს . მონიტორინგის შედეგებს ვინიშნავდი ჩემ მიერ შექმნილ დაკვირვების ფორმაში (იხ.დანართი 3).
დაკვირვებამ მიჩვენა, რომ დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს უჭირთ ტექსტების კითხვა,გაგება-გააზრება , უჭირთ დავალების შესრულება და აქედან გამომდინარე, დაბალია მათი აკადემიური მოსწრება და თვითშეფასება. გამოიკვეთა ისიც , რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები ცდილობენ ამ ხარვეზის დაფარვას უდისციპლინო ქცევით საგაკვთილო პროცესის დროს.
პარალელურად მთელ კლასთან ვმუშაობდი ესგ-ზე დაყრდნობით, ინფორმაციის გაგება -გააზრების, მსჯელობის, ინფორმაციის ორგანიზებისა და ანალიზის უნარის გავარჯიშებაზე და ამ კუთხითაც ვახორციელებდი როგრესის მონიტორინგს (იხ. დანართი 3 და 4.). ინტერესის გასაღვივებლად , მოტივაციის ასამაღლებლად და უნარების განსავითარებლად ამავე პერიოდში მოსწავლეებს რეგულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს (სასწავლო პროექტის განხორციელება, ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, ჯგუფური მუშაობები)
ფოკუსჯგუფი ( ჯგუფური ინტერვიუ ) და ანკეტირება: რადგანაც მოტივაცია და , ზოგადად, საგნის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლის აკადემიური მოსწრების ამაღლების საკითხში. ფოკუსირებული დაკვირვების შემდეგ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფზე დაკვირვება. წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით (იხ. დანართი 5.), ფოკუსჯგუფზე დაკვირვება ჩავატარე დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებთან. დაკვირვების მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რამდენად აქვთ ინტერესი საგნის მიმართ აღნიშნულ მოსწავლეებს; როგორია მათი სწავლისადმი მოტივაცია; სწავლის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოსწავლის თვითშეფასება; სახელმძღვანელო უადვილებს თუ ურთულებს სწავლის პროცესს. ხომ არაა დაფარული მიზეზი , რაც მათ ხელს უშლის სწავლაში. ყოველივე ეს დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და ასევე მშობელთა გამოკითხვის ანკეტის მომზადებაში.
ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად, შევსებისა და დაზუსტების მიზნით ჩავატარე ანკეტირება. მოვამზადე ანკეტა (იხ.დანართი 6), რომელიც ითვალისწინებდა მეცხრე კლასის ყველა მშობლის მონაწილეობას. მშობლები ინდივიდუალურად მოვიწვიე, რათა მათი დახმარებით დადგენილიყო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზები. განხორციელდა მშობლებთან კომუნიკაცია სიღმისეული ინტერვიუს გამოყენებით. მშობლებს დაურიგდათ ანკეტის ფურცლები (იხ. დანართი 7), რომლებშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები.კითხვარები შეავსეს სახლში. მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა დამედგინა მშობელთა ჩართულობის ხარისხი მოსწავლის სწავლის პროცესში და ასევე მოსწავლეთა დამოკიდებულება საგნის სწავლის პროცესის მიმართ.
ინტერვიუს გამოყენებით გამოიკითხა აღნიშნული კლასის, სხვადასხვა საგნის 4 პედაგოგი. მასწავლებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვლევი საკითხი მათთვისაც აქტუალურია არა მხოლოდ ისტორიის საგანში, არამედ დანარჩენ ძირითად საგნებშიც მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში ძალიან დაბალია. გამოიკვეთა მასწავლებელთა არასაკმარისი კომუნიკაცია პრობლემის ერთობლივად დაძლევის საკითხში.
3.2 მონაცემთა გრაფიკული ანალიზი
გამოიკითხა IX კლასის 7 მოსწავლე, გამოკითხვა იყო ანონიმური, კითხვარები იყო შერეული ტიპის , შეიცავდა ღია და დახურული ტიპის კითხვებს. მოსწავლის კითხვარი შედგებოდა : 6 დახურული და ერთი ღია ტიპის კითხვისგან.
??????????????????????????????????????????????????????????????????????????
მშობელთა გამოკითხვის მონაცემები.
გამოკითხვაში მონაწილეობდა IX კლასის 5 მშობელი და 2 მეურვე . მშობლის კითხვარი შედგებოდა: 7 დახურული და 3 ღია ტიპის კითხვისგან.
????????????????????????????????????????????????????????????????????????????
3.3. ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა და განხორციელება.
სხვადასხვა თეორიული ნაშრომისა და კოლეგების პრაქტიკის კვლევების გაცნობის შემდეგ შევარჩიე რამდენიმე ეფექტური სტრატეგია, რომლებიც მოსწავლეებში გააუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას და ჩართულობის ხარისხს საგაკვეთილო პროცესში.დავგეგმე გაკვეთილები და სისტემატურად ვმუშაობდი შერჩეული სტრატეგიების გამოყენებით მეცხრე კლასის მოსწავლეებთან.
კვლევის პროცესში განვახორციელე დიაგნოსტიკური ტესტირება (დანართი6),რის მეშვეობითაც გამოვლინდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, დიაგნოსტიკური ტესტირება ჩავატარე კვლევის საწყის ეტაპზე და კვლევის ბოლოსაც (დანართი 6).
რეგულარულად ვახორციელებდი მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების მონიტორინგს როგორც ზეპირი გამოკითხვით , ასევე ტესტების მეშვეობით. მონიტორინგის მიზნით კვლევის მსვლელობისას მოსწავლეები ასრულებდნენ ტესტებს პროგრამა edmodo-ში. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით მოსწავლეებმა შეასრულეს ხუთი ტესტირება.
მოსწავლეთა გამოკითხვამ ანკეტის, კითხვარის გამოყენებით მომცა საშუალება მიმეღო ინფორმაცია და განმესაზღვრა ძირითადი საკვლევი საკითხები - „როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი IX კლასში, ისტორიის გაკვეთილზე.“
მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება , ორხმრივი ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მშობელსა და სკოლას შორის, ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეთა ყოფაქცევის, აკადემიური მოსწრებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა მშობელი არ იცნობდეს შვილს იმ კუთხით რა კუთხითაც მას სკოლა იცნობს და ამავე დროს , სკოლა შეიძლება არ ფლობდეს იმ ინფორმაციას რომელიც მშობელს შეუძლია სკოლას მიაწოდოს ბავშვის შესახებ.
ჩაღრმავებული ინტერვიუსა და კითხვარის საშუალებით განხორციელებულმა მშობლების გამოკითხვამაც მომცა მოსწავლეებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამასთან ერთად, მისი ინფორმაციის გადამოწმების საშუალება. შევეცადე დამეწყო მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა . ვცდილობდი მათთვის სისტემატიურად მიმეწოდებინა მოსწავლეთა მიღწევა/ წარუმატებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებსა, თუ მშობელთა კრებებზე ყურადღებას ვამახვილებდი ისეთ თემებზე, როგორიცაა მშობლის როლი მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხებში. ვაძლევდი მათ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ დახმარებოდნენ შვილებს სახლში მეცადინეობისას, როგორ შეექმნათ მათთვის სასწავლო გარემო, როგორ მიეცათ მათთვის სტიმული და წაეხალისებინათ მიღწევები.
კვლევის საწყის ეტაპზე მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენე Khan Academy Georgian –ის მიერ შემოთავაზებული ვიდეო „ყველაფრის სწავლა შეგიძლია.“
გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ლიტერატურას. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი, ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევა, სასწავლო პროცესში იმ მეთოდების დანერგვა, რომლებიც გაზრდიდა მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და დამეხმარებოდა მოსწავლეთა ცოდნის დონის გაზრდაში. კვლევაში გამოვიყენე თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიები და გაკვეთილისადმი სისტემური მიდგომა, რომელსაც ვაინგართენის (Weingarten) პედაგოგიური სკოლა გვთავაზობს. მოსწავლეები შვიდი თვის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესის დროს SOL-თვითორგანიზებადი სწავლის მეთოდის გამოყენებით მუშაობდნენ დიფერენცირებულ ჯგუფებში. პროცესს მოსწავლეები წარმართავდნენ, მუშაობის პრინციპი არ გულისხმობდა შეჯიბრებითობას, დავალება ეძლეოდა მთელ კლასს და შემდეგ ნაწილდებოდა ჯგუფებში. საბოლოო შედეგი მიიღწეოდა მთელი კლასის ძალისხმევით.
ინტერვენციის დროს იქნა გამოყენებული INTEL- ის მასალები „პროექტებით სწავლება“. საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის პროექტის, „სოფელ ბერბუკის ისტორიული ძეგლები“, განხორციელება რომლის მსვლელობის დროსაც აქტივობების შედეგად შექმნეს რესურსი: პროექტის ბლოგი (https://berbukisistoriulidzeglebi.blogspot.com/ ) , მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფებად. აქაც , ჯგუფებში, მუშაობა მოხდა SOL-თვითორგანიზებადი სწავლის მეთოდის გამოყენებით. პროექტის განხორციელებისას , რომლის თემაც თავად შეარჩიეს მოსწავლეებმა, დავალება მთელი კლასისთვის იყო საერთო. მოსწავლეები თავად დაჯგუფდნენ და გადაინაწილეს დავალებები. გჯუფებს შორის იყო კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა, მათ იცოდნენ , რომ შედეგი მხოლოდ ყველა ჯგუფის კარგი მუშაობით მიიღწეოდა. პროექტი მიმდინარეობდა ხუთი კვირის განმავლობაში.
კვლევის მსვლელობისას საგაკვეთილო პროცესში ვიყენებდი ისტ-ს , Youtub.com-ზე არსებულ 3-4 წუთიან თემის შესაბამის დოკუმენტურ ისტორიულ ვიდეომასალას. Youtub.com-ზე ისტორიული თემატიკის საკმაოდ მდიდარი დოკუმენტური მასალაა განთავსებული. აგრეთვე ვიყენებდი საგაკვეთილო პროცესში სასწავლო გადაცემათა ციკლს „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. ისტ-ით გამდიდრებული საგაკვეთილო პროცესი ხორციელდებოდა კვლევით განსაზღვრული დროის განმავლობაში. მოსწავლეები უკვე თავად იძიებდნენ და მოჰქონდათ გაკვეთილის თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა.
კვლევის მსვლელობისას გავეცანი ნაშრომს „განათლების ფსიქოლოგია“ (ვულფოლკი ა.2009) რომელშიც აღნიშნულია , რომ მასწავლებლის ზრუნვა საბაზო საფეხურის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. ვცდილობდი მოსწავლეებს პატივსცემით მოვპყრობოდი, ვყოფილიყავი ყურადღებიანი , მომეპოვებინა მათი ნდობა . იმისათვის, რომ ამემაღლებინა მოსწავლეებში მოტივაცია, გავითვალისწინე ნაშრომში მოყვანილი მოსაზრება და დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეს საკლასო დავალების შესრულებისას მხოლოდ მათი თხოვნის შემთხვევაში ვეხმარებოდი, რათა მათ არ გასჩენოდათ შეგრძნება , რომ თავად გარკვევის უნარი არ შესწევთ.
„განათლების ფსიქოლოგია“ (ვულფოლკი ა.2009) გაცნობამ გამარკვია თუ რა ზეგავლენას ახდენს სწავლაზე ოჯახური კულტურა და ღირებულებები, განქორწინებული და შერეული ოჯახები. ვინაიდან ინტერვიუს დროს გაირკვა , რომ მოსწავლეების ნაწილი ცხოვრობს არასრულ ოჯახში და ზოგი კი არის მეურვის ზედამხედველობის ქვეშ, მოცემული რჩევა გავითვალისწინე და მოსწავლეებთან საუბრისას , ვერიდებოდი ფრაზებს „ თქვენი მშობლები“, თქვენი „დედ-მამა“ და ვიყენებდი ფრაზას „თქვენი ოჯახი“.
კვლევის წარმართვასა და შედეგის მიღწევაში დამეხმარა სამეცნიერო ნაშრომი “ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა”( გაბაშვილი მ. 2010. II :22-36) , რომელშიც განხილულია დ. პერკინსის ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი. ვცდილობდი მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა , თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას. მოსწავლეებს ვამუშავებდი ჯგუფებში ამ ნაშრომში განხილული შვიდი პრინციპის მიხედვით
თავი IV ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება
4.1 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
კვლევის საწყის ეტაპზე ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ აჩვენა იმ მომენტისთვის არსებული , მოსწავლეთა ცოდნის დონე, კერძოდ, კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა იყო „4“, რითაც მოსწავლეები ვერ ადასტურებდნენ მინიმალურ კომპეტენციას. შემდეგ ცოდნის დონის კონტროლი ხორციელდებოდა როგორც ზეპირი გამოკითხვით, ასევე პროგრამა edmodos-ს ტესტური დავალებებით . უნდა ითქვას , რომ მოსწავლეებზე ამ პროგრამის გამოყენებამ დადებითი შედეგი გამოიღო რადგანაც მათ ტესტირების დასრულებისთანავე შეეძლოთ საკუთარი შედეგის , სწორი და არასწორი პასუხების ნახვა.
მოსწავლეთა ანკეტირებამ მომცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ უპასუხეს კითხვებს: როგორი დამოკიდებულება აქვთ ისტორიის საგნის მიმართ, უყვართ თუ არა ეს საგანი, საინტერესოა თუ არა მათთვის ისტორიის გაკვეთილები, როგორ მუშაობენ მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას, როგორ ასრულებენ საკლასო და საშინაო დავალებებს, როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო, რამდენ დროს უთმობენ სახლში გაკვეთილის სწავლასა და დავალების შესრულებას. მოსწავლეებმა აგრეთვე უპასუხეს ღია კითხვასაც, თუ რა არის მათთვის სწავლის ხელისშემშლელი ფაქტორი. მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხები დამეხმარა დამეგეგმა ინტერვენციები.
კვლევის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ვაჩვენე Khan Academy Georgia -ს ვიდეო „ შენ ყველაფრის სწავლა შეგიძლია” ( https://www.youtube.com/watch?v=tnulZiOyths)და ჩავუტარე მინი ლექცია, თუ როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს, წარმატებას .მოსწავლეებმა ინტერესით უყურეს ვიდეოს , თუმცა დიდი ხალისით არ ჩაერთვნენ დისკუსიაში. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მათი მოტივაცია იყო ძალიან დაბალი.
შეიძლება მიგნებად ჩაითვალოს აღნიშნული კვლევისთვის ჯგუფური აქტივობებისას, საგაკვეთილო პროცესში და პროექტის განნხორციელებისას გამოყეენბული SOL-თვითორგანიზებადი სწავლის მეთოდი. ის ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ახასიათებს სასწავლო პროცესს, როდესაც მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს ინდივიდუალური ტემპით. მართალია, მოსწავლეებს თავდაპირველად უჭირდათ სრულფასოვანი თანამშრომლობა , შეიმჩნეოდა შესაბამისი უნარ-ჩვევების ნაკლებობა, იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები ჯგუფური მუშაობის დროს, მაგრამ შემდეგ SOL მეთოდის გამოყენებით მოსწავლეების დაჯგუფებამ არა ერთნაირი შესაძლებლობების, არამედ მსგავსი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებათა მიხედვით, მისცა მათ საშუალება, ემუშავათ ერთად და მიხვედრილიყვნენ ჯგუფური მუშაობის არსს. ამან შეცვალა მდგომარეობა,მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფებში ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა , გააქტიურდნენ ,თავად წარმართავდნენ სამუშაო პროცესს, რადგანაც მუშაობის პრინციპი არ გულისხმობდა შეჯიბრებითობას, დავალებები ეძლეოდა მთელ კლასს. ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ თანამშრომლობის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, იღებდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს, არ დასცინოდნენ ერთმანეთს არასწორი პასუხის გაცემისას. მოსწავლეები თავად აფასებდნენ საკუთარ თავს, ჯგუფური მუშაობის შემდეგ ავსებდნენ ჯგუფში მუშაობის თვითშეფასების რუბრიკას(დანართი 7).
სამეცნიერო ნაშრომი “ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა” , რომელშიც განხილულია დ. პერკინსის ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი, დამეხმარა გამეუმჯობესებინა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა. მოდელში აღწერილი შვიდი პრინციპი დამეხმარა გამეღვივებინა მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესი, მესწავლებინა სწავლის სწავლა, დამენახვებინა სასწავლო პროცესის“ საბოლოო პროდუქტი“.მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობების დროს შეძლეს ცოდნის გამოყენება, თანატოლებისგან სწავლა, ამა თუ იმ საკითხის ღირებულების გაცნობიერება
საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო სასწავლო პროექტის განხორციელებამ: გამოიწვია მოსწავლეების დაინტერესება, ჩართვა სასწავლო პროცესში, კომუნიკაცია. სასწავლო პროექტის, „სოფელ ბერბუკის ისტორიული ძეგლები“,განხორციელებისას მოსწავლეები ინტერესით მუშაობდნენ, შეიქმნა გარემო, რომელშიც მოსწავლეები თავად აგებდნენ ცოდნას, გეგმავდნენ და ორგანიზებას უწევდნენ სასწავლო პროცესს, აფასებდნენ საკუთარ თავს და შემდეგ ერთმანეთს, აძლევდნენ უკუკავშირს, გეგმავდნენ სამომავლო ქმედებებს, რათა მიეღწიათ უკეთესი შედეგისთვის. აქტივობების შედეგად შექმნეს რესურსი: გადაიღეს ბერბუკში არსებული ისტორიული ძეგლების სურათები ( კოშკის, მთავარანგელოზის ეკლესიის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის და დოლაბებიანი წისქვილის სურათები. ინტერნეტში და მოსახლეობაში მოიძიეს ინფორმაცია და ჩემი დახმარებით განათავსეს blogger-ზე. (https://berbukisistoriulidzeglebi.blogspot.com/), აიღეს ინტერვიუები , მოაწყეს ნამუშევრების პრეზენტაცია. განხორციელებულმა აქტივობებმა გამოიღო შედეგი:მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარები, გაიზარდა მოტივაცია,თანამშრომლობა,ცოდნა, ჩართულობის ხარისხი.
მოსწავლეებისთვის გამსაკუთრებით საინტერესო იყო ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები, Youtub.com-ზე განთავსებული ისტორიულ-დოკუმენტური მასალა . ამ მასალის გამოყენებამ საინტერესო , მრავალფეროვანი გახადა სასწავლო პროცესი. მოსწავლეებს გაუადვილდათ ახალი მასალის ათვისება, ასეთმა გაკვეთილებმა უბიძგა მოსწავლეებს მსჯელობის, დისკუსიის, დასკვნების გამოტანისა და საგაკვეთილო პროცესში მეტი ჩართულობისკენ. ამან ,შესაბამისად, ორი ერთეულით გააუმჯობესა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. პიველ ეტაპზე ვცდილობდი განმსაზღვრელზე უმეტესად მიმეცა განმავითარებელი შეფასება, რათა არ მომხდარიყო მათი დემოტივაცია და შეზღუდვა.სამუშაო პროცესს თვალს ვადევნებდი, ვაკვირდებოდი, შენიშვნებს ვინიშნავდი და მუშაობის დასრულების შემდეგ რჩევებს ვაძლევდი. მოსწავლეები აფასებდნენ ერთმანეთს და ამასთან ერთად, საკუთარ ნამუშევრებსაც.
ასევე კვლევამ აჩვენა , რომ მე-9 კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნებში (ასათიანი ნ.2012) მოცემული მასალა მათთვის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. წიგნები გადატვირთულია თარიღებით, წიგნში ნაკლებადაა რუკები და დამხმარე მასალა მოსწავლეებს უჭირთ დამახსოვრება , ეს ფაქტორიც უკარგავს მათ მოტივაციას.
დამოკიდებულებებისა და შეხედულელბის გაზიარება მნიშვნელოვანი ფაქტორია კვლევის მიმდინარეობის პროცესში. მშობლეთაგან გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო - 5 მშობელმა და 2 მეურვემ. მშობლებმა კითხვარები შეავსეს სახლში.( სდანართი 6) მათ ჰქონდათ ხუთი დღე კითვარების შესავსებად და დასაბრუნებლად. ჩაღრმავებული ინტერვიუ მშობლებთან და მიღებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობლების დამოკიდებულებისა და მოსაზრებების გასაგებად მათ შვილების უნარებთან დაკავშირებით. ყველა კითხვარი დამიბრუნდა შევსებული სახით. მშობლებთან ასევე განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომელმაც უფრო ნათლად მომცა ანალიზის გაკეთების საშუალება, მომცა საშუალება გადამემოწმებინა მოსწავლეებისგან მიღებული ინფორმაცია, გამოკვეთა პრობლემა, რის შემდეგაც შევძელი სწორად დამეგეგმა ინტერვენცია. გავარკვიე მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობა. გამოკითხვამ აჩვენა , რომ მოსწავლეთა ნაწილი არის არასრული ოჯახიდან ან არის მეურვის მეთვალყურეობის ქვეშ. ორი მოსწავლე ცხოვრობს მეურვესთან, ორი განქორწინებული ოჯახიდანაა. კვლევისას გამოვიყენე ნაშრომი“ განათლების ფსიქოლოგია“, რომელშიც მოცემულია რჩევა და მოსწავლეებთან საუბრისას ვერიდებოდი ფრაზებს: „ თქვენი მშობლები“, თქვენი დედ-მამა“ და გამოვიყენე „თქვენი ოჯახი“, ამან გამოიწვია მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულება. კვლევამ გამოავლინა მშობლების/მეურვეების მხრიდან,მოზარდების აკადემიური მოსწრების მიმართ ნაკლები ყურადღება. გაირკვა , რომ მშობლები/მეურვეები არ ინტერესდებიან ისწავლა თუ არა გაკვეთილი და შეასრულა თუ არა დავალება მოზარდმა . არ აკონტროლებენ რამდენი საათი ზის მათი შვილი კომპიუტერთან, რა ტიპის ინფორმაციის მიღებით არის დაკავებული. ჩაღრმავებული ინტერვიუს გამოყენებით გაირკვა , რომ მათთვის მთავარია მოზარდი იყოს სახლში და იყოს დაკავებული, ხოლო რითია დაკავებული, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მშობლებს მივეცი რეკომენდაცია , რომ მოუწოდონ ბავშვებს, შეასრულონ საშინაო დავალება და თხოვნის შემთხვევაში დახმარებაც უნდა გაუწიონ. მშობლის მხრიდან საშინაო დავალების მიმართ ინტერესის გამოჩენა ბავშვებს შეუქმნის აზრს, რომ დავალების შესრულება მნიშვნელოვანია და სასარგებლო უნდა ითქვას, რომ კვლევის განხორციელებისას, დიდი მცდელობის მიუხედავად დიდად არ გაზრდილა მშობელთა ჩართულობის ხარისხი, კომუნიკაცია და ორხმრივი ინფორმირებულობა მხოლოდ რამდენიმე მშობელთან(3 მშობელი) გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენი მშობელი და მეურვე დროის უქონლობის გამო არ წამოვიდა აქტიურ კომუნიკაციაზე.
უნდა ითქვას , რომ განხორციელებულმა ინტერვენციებმა გამოიღო შედეგი,კერძოდ, კვლევის ბოლოს დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ აჩვენა , რომ კლასის საშუალო არითმეტიკულმა ქულამ შეადგინა „6“( დანართი 6) , ორი ერთეულით გაიზარდა ცოდნის დონე, რაც წინა შედეგთან შედარებით კარგი მაჩვენებელია. ასევე განმეორებითმა ანკეტირებამ აჩვენა ,რომ გაიზარდა ინტერესი ისტორიის საგნის მიმართ,მოსწავლეებს მოსწონთ ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები,უკეთესად იმახსოვრებენ ინფორმაციას , შეუძლიათ მსჯელობა, თავადაც იძიებენ რესურს ინტერნეტში, ეფექტურია მათი მუშაობა ჯგუფებში,მოსწავლეებს გაუჩნდათ შინაგანი მოტივაცია.
4.2 კვლევის დასკვნით ეტაპზე ჩატარებული მოსწავლეთა გამოკითხვის გრფიკული მონაცემები.
გამოიკითხა IX კლასის 7 მოსწავლე, გამოკითხვა იყო ანონიმური, კითხვარები იყო შერეული ტიპის , შეიცავდა ღია და დახურული ტიპის კითხვებს. მოსწავლის კითხვარი შედგებოდა : 6 დახურული და ერთი ღია ტიპის კითხვისგან.
ანკეტირების შედეგებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის შემდეგ პასუხებზე:
როგორი დამოკიდებულება გაქვთ ისტორიის საგნის მიმართ , გიყვართ თუ არა , მოსწავლეთა უკვე 57% პასუხობს დადებითად ( კვლევის საწყის ეტაპზე გამოკითხულთა 24% უპასუხა დადებითად)
კითხვაზე, საინტერესოა თუ არა თქვენთვის ისტორიის გაკვეთილები, გამოკითხულთა 71% პასუხობს დადებითად( კვლევის საწყის ეტაპზე გამოკითხულთა 57% უპასუხა დადებითად)
კითხვაზე, როგორი გაკვეტილები იქნება თქვენთვის საინტერესო, გამოკითხულთა უკვე 50% უპასუხა დადებითად ( კვლევის საწყის ეტაპზე გამოკითხულთა 14% უპასუხა დადებითად)
სახლში გაკვეთილების სწავლასა და ადავალების შესრულებას ვუთმობ 30 წუთს გამოკითხულთა 57% უპასუხა დადებითად ( კვლევის საწყის ეტაპზე გამოკითხულთა 49% უპასუხა დადებითად)
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები არის რთული, საწყის ეტაპზე დადებითად უპასუხა 72%, ხოლო კვლევის დასრულებისას 45%.
მოსწავლეების მიერ კვლევის დასასრულს გაცემულ მეექვსე ღია კითხვაზე - „რა მიგაჩნიათ თქვენთვის სწავლის ხელისშემშლელ ფაქტორებად“ -პასუხი და მონაცემები არ შეცვლილა:
ü სიზარმაცე - (4 მოსწავლე)
ü კომპიუტერული თამაშები - (3 მოსწავლე);
თავი V პროექტის ვადები.
აქტივობა
|
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
| ||||||
კვლევის გეგმის
შემუშავება
|
X
| ||||||
აღწერითი დაკვირვება
|
X
| ||||||
ფოკუსირებული დაკვირვება
|
X
|
X
| |||||
შერჩევითი დაკვირვება
|
X
|
X
|
X
| ||||
კითხვარის
შედგენა
|
X
| ||||||
კითხვარის შევსება მშობლების მიერ
|
X
|
X
| |||||
კითხვარის ანალიზი
|
X
|
X
| |||||
მოსწავლეთა ანკეტირება
|
X
|
X
| |||||
მონაცემების ანალიზი
|
X
|
X
|
X
| ||||
დიაგნოსტიკური ტესტირება
|
X
|
X
| |||||
შემაჯამებელი სამუშაოები
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
| ||
თვითშეფასების კითხვარის შევსება
|
X
|
X
| |||||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
X
| ||||
ინტერვენციები ს დაგეგმვა
|
X
| ||||||
I ინტერვენციის განხორციელება (სამოტივაციო ვიდეოს ნახვა და განხილვა)
|
X
| ||||||
I I ინტერვენციის განხორციელება (ჯგუფური მუშაობა, თვითშეფასების კითხვარის შევსება)
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
| ||
I I I ინტერვენციის განხორციელება (პროექტის განხორციელება)
|
X
|
X
|
X
| ||||
I V ინტერვენციის განხორციელება( ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის მსვლელობისას)
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
| ||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
| ||
კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის
|
X
|
თავიVI. დასკვნები
6.1 მიღებული შედეგები და დასკვნები.
ჩემი პრაქტიკის კვლევის განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა მაჩვენა, რომ სწავლების ყველა საფეხურზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დადებითი ურთიერთობა ფასეული და მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია კავშირი ზრუნვასა და მასწავლებლის ზრუნვა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას შორის.
დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით, ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს,შეიძინეს თანატოლებისაგან სწავლის უნარი. მოსწავლეები ავსებდნენ თვითშეფასების კითხვარებს ჯგუფური მუშაობის შემდეგ (დანართი7), თვითშეფასებებით მოტივაცია ამაღლდა, მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა სასწავლო პროცესში, შესაბამისად, ცოდნის დონეც გაუმჯობესდა ორი ერთეულით, ეს უკანასკნელი გაიზომა შემაჯამებელი სამუშაოების საშუალო არითმეტიკულით.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და სწავლის ხარისხის მონიტორინგისთვის გამოვიყენე პროგრამა edmodo. მოსწავლეები პროგრამაში ასრულებდნენ მრავალფეროვან ტესტურ დავალებებს, რომლებსაც ვუგზავნიდი და თავადვე აკონტროლებდნენ ამ პროგრამის მეშვეობით შედეგებსა და პროგრესს. მოსწავლეებისთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა
ჩავატარე ხუთი შემაჯამებელი სამუშაო ინტერვენციების შედეგების მონიტორინგისთვის.
შემაჯამებლი სამუშაოების საშუალო არითმეტიკული:
შემაჯამებელი სამუშაო
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
საშუალო არითმეტიკული
|
4
|
5
|
5
|
6
|
6
|
კვლევის მსვლელობისას ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება. გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება, ისინი თავად აკეთებდნენ დასკვნებს, თუ სწავლების რომელი მეთოდი იყო მათთვის საიტერესო და რომელი მეთოდის გამოყენებით სწავლობდნენ უკეთესად.
ყველაზე დიდი დაინტერესება, ჩართულობა და შედეგი მომცა ისტ-ის გამოყენებამ საგაკვეთილო პროცესში, რაც დაადასტურა მოსწავლეების გამოკითხვამაც.
ჯგუფურმა მუშაობამ და SOL მეთოდის გამოყენებამ გააუმჯობესა კომუნიკაცია მოსწავლეებს შორის, შეწყდა კონფლიქტური სიტუაციები აქტივობების დროს.
კვლევის შედეგად სამეცნიერო ლიტერატურის, „განათლების ფსიქოლოგია“, გაცნობა-გაანალიზება, გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. გავითვალისწინე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღნიშნულ ნაშრომში მოცემული რჩევა : „მოსწავლეები ეძებენ პატივისცემას , სიყვარულს,ნდობას, მსმენელს, მოთმინებასა და იუმორს მასწავლებლებთან ურთიერთობაში“ და შევცვალე ჩემი დამოკიდებულება მათდამი .
კვლევის შედეგად გამოვლინდა ყურადღების დეფიციტი მშობლების მხრიდან შვილების სწავლა-განათლებისა და ,ზოგადად, მათი სასკოლო ცხოვრების მიმართ და დაიგეგმა აქტივობა ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ( შეხვედრები ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს).
განვახორციელე მიგნებების,გამოცდილებების გაზიარება კოლეგებისთვის. რეკომენდაციები გავუზიარე არა მარტო ჩემი,არამედ სხვა კათედრის მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა არის მნიშვნელოვანი ჩემი კოლეგებისთვის ,რადგანაც აღნიშნულ კლასში მუშაობისას აწყდებიან იმავე პრობლემას: დაბალია აკადემიური მოსწრება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ჩართულობა.პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მასწავლებელთა მხრიდან მოხდა ერთობლივად პრობლემის გაანალიზება გამოყენებული მეთოდების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. მათ გამოხატეს ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის მიგნებების საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების მზადყოფნა. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა გახდა მათთვის სტიმული საკუთარი პრაქტიკის კვლევის დაგეგმვის.
იმისათვის, რომ განხორციელებული კვლევა კოლეგებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, კვლევის ანგარიში განვათავსე ჩემს მიერ შექმნილ სასწავლო- საგანმანათლებლო blogger-ზე მისამართი:
6.2. მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კვლევის მსვლელობისას გამოიკვეთა მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, ჩაღრმავებულმა იტერვიუმ და ანკეტირებამ გამოავლინა, რომ მშობლების უმეტესობა არ ინტერესდება შვილის სასკოლო ცხოვრებით და სწავლის პროცესით.
კვლევის მსცლელობისას, დიდი მცდელობის მიუხედავად, დიდად არ გაზრდილა მშობელთა ჩართულობის ხარისხი. კომუნიკაცია და ორხმრივი ინფორმირებულობა მხოლოდ რამდენიმე მშობელთან(3 მშობელი) გაუმჯობესდა, აქედან გამომდინარე მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება იყოს „ როგორ გავზარდოთ IX კლასის მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში“.
სასწავლო პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეების ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები, არ აქვს კომპიუტერი,ინტერნეტი. მოსწავლეები სასწავლო პროცესის მსვლელობისას ვერ ახერხებდნენ ინფორმაციის მოძიებას,ცოდნის შეძენასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწას.
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის,რომ მიუხედავად მრავალმხრივი ინტერვენციების განხორციელებისა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისა, მოსწავლეთა ნაწილი არ ასრულებდა საშინაო დავალებას და არ სწავლობდა სახლში გაკვეთილს, უმეტესად მასწავლებლის ახსნილი გაკვეთილიდან ითვისებდა მასალას. ვერ მოხერხდა ერთი მოსწავლის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში, შეიძლებოდა უფრო ეფექტური და მრავალფეროვანი ინტერვენციების დაგეგმვა, სტრატეგიების გამოყენება. ვფიქრობ, ეფექტური იქნებოდა გამომეყენებინა ბრიტანელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ე.წ. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.
დასკვნის სახით მინდა დავუმატო, რომ წარმატებული სწავლა გულისხმობს მუდმივი სწავლის პროცესს, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივ მუშაობას შეცდომებზე და არა მხოლოდ საუკეთესო მეთოდების ძიებას.
თავიVII. ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა :
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო
ელექტრონული რესურსები:
ვებგვერდის_ სახელი
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ვულფოლკი ა. 2009/ „ განათლების ფსიქოლოგია“ თბილისი .ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. მოძიების თარიღი: 30.09.2018
ვებგვერდის_ სახელი
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. 2016. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.ნაწილი II. მოძიების თარიღი: 30.09.2018
გაბაშვილი მ. 2010 “ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა”. გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი. II ნაწილი (გვ22-36). მოძიების თარიღი: 30.09.2018
ვებგვერდის_ სახელი
რა_ ნახეთ_ ამ_ვებგვერდზე
ზურაბიშვილი თ. 2006 წ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მოძიების თარიღი: 30.09.2018
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
წულაძე ლ. 2008 „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ.. მოძიების თარიღი: 30.09.2018
___________________________________________________________________________________
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
თამთა კობახიძე 21.04.2014 ,.SOL - თვითორგანიზებადი სწავლა“.ინტერნეტგაზეთი maststavlebeli.ge. ნაწილი I,II
მანანა ბაქრაძე 9 .11.2015 . „შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა“ინტერნეტგაზეთი maststavlebeli.ge,
მოძიების თარიღი: 30.09.2018
__________________________________________________________________________________
Intel® Education - პროექტებით სწავლება
ვებგვერდის სახელი
file:///D:/pedagogiuri%20praqtikis%20kvleva/1.httpsen.calameo.comread00480937467ee5de552ae%20პედაგოგიური%20პრაქტიკის%20კვლევა.%20თამარ%20ზურაბაშვილი.pdf
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
თამარ ზურაბაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თავიVIII. დანართი
დანართი 1.
დიაგნოსტიკური ტესტის ნიმუში (IX კლასი)
?????????????????????????????????????????????????????????????????????????
დანართი 2 - ჯგუფური დაკვირვების ფორმები
?????????????????????????????????????????????????????????????????????????
ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა 1
მოსწავლე: ------------------------------------------
უნარი, რომელსაც ვაკვირდები:
??????????????????????????????????????????????????????????????????????????
ძალიან მომეწონა... აქტუალური და პრობლემურია ნამდვილად...
ReplyDelete